შს სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

აქციის მონაწილეები შსს-სთან ავტომსვლელობით მივიდნენ, რის შემდეგაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებასთან გადაინაცვლებენ.

უწყებასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა შენობის ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერების გაკვრა სცადეს, რისი უფლებაც თავდაპირველად პოლიციის წარმოამდგენლებმა არ მისცეს. ამის მიუხედავად, აქტივისტებმა მოახერხეს და სტიკერები ასფალტზე გააკრეს.

აქციის მონაწილეების თქმით, საქართველოში ყველაფრის მმართველი ბიძინა ივანიშვილია და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მისი რეჟიმის მცველებად არიან გადაქცეული. აქტივისტების განცხადებით, პოლიციელები, რომლებიც კრიმინალს უნდა იცავდნენ, ივანიშვილის მილიარდების უსაფრთხოებას იცავენ.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებამდე, სადაც პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია სასჯელს იხდის, ავტოკოლონებით მხარდასაჭერ მსვლელობას - „თავისუფლებისთვის” მართავენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა