ხათუნა სამნიძე - საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას

საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან იმისთვის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებთან „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ხათუნა სამნიძე იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის პოზიციები დაახლოვდება.

„ბრიუსელში მთავარი განცხადება, რაც გაკეთდა, იყო იმისთვის, რომ გადაიჭრას ეს კონფლიქტი და ღრმად არ შევიდეთ ამ დაპირისპირებაში. ამისთვის აუცილებელია, მხარეებმა გამონახონ ყველანაირი გზა, მათ შორის, საჭიროა კომპრომისი ორივე მხრიდან იმისთვის, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. ეს შეთანხმება ევროპის პასუხისმგებლობაა. პირადად აიღო საკუთარ თავზე ინიციატივა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელმაც პირველად შეგვახვედრა, პრემიერმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ ეს მოლაპარაკებები გაგრძელდებოდა.

მოლაპარაკების ბოლოსკენ მივდივართ. ჩვენი, ოპოზიციის პოზიციები ცნობილია მედიატორისთვის, დანიელსონისთვის. ველოდები, რომ დაახლოვდება ეს პოზიციები და მივაღწევთ შეთანხმებას. ეს შეთანხმება არის ქვეყნის გამარჯვებისკენ გზა. აუცილებელია იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ეს ქვეყანა ირჩევს ევროპას“,-აცხადებს სამნიძე.

ცნობისთვის, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში, „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციურ პარტიებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს. აუდიენცია მედიატორის მონაწილეობით ჩაივლის. შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებში მედიატორი კრისტიან დანიელსონია, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა თბილისში საკუთარ წარმომადგენლად დანიშნა.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს