ირაკლი კობახიძე - ოპოზიციას პოზიციები დღითიდღე უმძიმდება

დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას თავისი მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზების გამო,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ჩართულობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძე ამბობს, საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო ოპოზიციისთვის.

„დეტალებს ვერ გეტყვით, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ზოგადად დღითიდღე უმძიმდება ოპოზიციას თავისი მდგომარეობა სხვადასხვა მიზეზების გამო. გუშინ ეს საჯაროდაც იხილეთ ყველამ ერთად. ბორელის განცხადება ძალიან მძიმე დარტყმა იყო ოპოზიციისთვის. ეს არის ის, რაც საჯაროდ არის ცნობილი. რაც კულისებში ხდება, ამაზე მე ვერ ვისაუბრებ დღეს. შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციას თავისი პოზიციები უმძიმდება დღითიდღე“, - აცხადებს კობახიძე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს