პოლონეთში საყოველთაო კარანტინი წესდება

პოლონეთში, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო, საყოველთაო „ლოქდაუნი“ წესდება, - მედიის ინფორმაციით ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა ადამ ნიდზელსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ახალი შეზღუდვების ფარგლებში შაბათიდან სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, თეატრები და სასტუმროები დაიკეტება, სკოლები კი სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადავლენ.

პოლონეთში, გასული დღის განმავლობაში, კორონავირუსის 25 052 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 453 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თუკი ვირუსის გავრცელების არსებული ტენდენცია შენარჩუნდება, ახალი შემთხვევების რაოდენობა, შესაძლოა, მომავალი კვირიდან 30 000-მდე გაიზარდოს. აღსანიშნავია, რომ პანდემიის დაწყების დროიდან პოლონეთში ინფიცირების შემთხვევების რეკორდული დღიური რაოდენობა, 27 000-მდე შემთხვევა, გასული წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა.

იხილეთ ვიდეო:პოლონეთში საყოველთაო კარანტინი წესდება

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს