პროკურორის განცხადებით, ნოდარ მელაძემ აუდიომასალების გადაცემაზე უარი თქვა

ყველაზე საინტერესო ის არის, რომ როდესაც პრეტენზიას გამოთქვამს დასაკითხი პირი შინაარსთან დაკავშირებით, რომ ამას არ იძიებს გამოძიება, შინაარსთან დასმულ კითხვებზე მან პასუხი არ გასცა, - ამის შესახებ პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ ფარული ჩანაწერების უკანონო მოპოვება-გავრცელების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჟურნალისტ ნოდარ მელაძის გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რომ შინაარსთან დაკავშირებით გამოძიება არ მიმდინარეობს, არ არის სწორი ინფორმაცია.

„გამოძიება მუშაობს ყველა მიმართულებით, თუმცა კონკრეტულ დანაშაულზე გასვლას და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას მტკიცებულებები სჭირდება. მტკიცებულებების ბაზა თუ არ შექმენი შინაარსობრივი მხარის, სისხლისსამართლებრივ დევნას როგორ დაიწყებ?“ - აღნიშნა ლაშა კოტრიკაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო