შალვა პაპუაშვილი - დიდი ხანია, ჩვენი ოპონენტების ნაწილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან სერიოზულად აღარ აღიქმებიან

დიდი ხანია, ჩვენი ოპონენტების ეს ნაწილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან სერიოზულად აღარ აღიქმებიან,- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სააკაშვილის ასეთი განცხადებები არათუ სწორი არ არის პოლიტიკურად, არამედ არასწორია ადამიანურადაც.

"ოპონენტების მხარეს ზიზღისა და სიძულვილის შემცველი ენა ჭარბად არის და განსაკუთრებით მაშინ იჩენს თავს, როცა მონიშნავენ ადამიანს, რომელიც არ იზიარებს მათ თვალთახედვას. ეს არის არაევროპული ქცევა და არადასავლური ღირებულება. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ზოგიერთს ის ახასიათებს, რომ ისინი სამყაროს ყოფენ ჯგუფად - ვინც მათ აზრს იზიარებს და ვინც არ იზიარებს. ვინც არ იზიარებს, იმ მომენტშივე მტრებად ცხადდებიან. იცით, რომ იან კელის მიმართ პოზიტიური განცხადებები კეთდებოდა, თუ რამდენად მხარს უჭერს თითქოს ოპოზიციას და მათ პოზიციებს ამყარებს. როგორც კი, ის მოისმინეს, რაც მათ ნარატივში არ ეწერებოდა, იმ წამსვე გამოაცხადეს მტრად და არა მხოლოდ მტრად გამოაცხადეს და მისი მოხსენიება ზიზღის შემცველი ენით დაიწყეს. დიდი ხანია, ჩვენი ოპონენტების ეს ნაწილი დასავლელი პარტნიორების მხრიდან სერიოზულად აღარ აღიქმებიან და განცხადებები, რომლებიც კეთდება დასავლეთიდან, არის სწორედ ამის ყველაზე კარგი დასტური,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ „ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, ამორალური და იდიოტია“.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საერთოდ არ აინტერესებს არავის აზრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა