ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ისეთ შეთავაზებას ვაკეთებთ, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებსაც სახეს შეუნარჩუნებს

ჩვენ ვაკეთებთ ისეთ შეთავაზებას, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებსაც სახეს შეუნარჩუნებს,- ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, არსებობს რესურსი, რომ პოზიციები დაახლოვდეს. როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, მათ აქვთ სამართლიანი შეთავაზებები, რომელიც ორიენტირებულია ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე.

"ჩვენ გვაქვს შეთავაზებული ისეთი სამართლიანი და ჩვენი ქვეყნის შემდგომ განვითარებაზე ორიენტირებული წინადადებები, სადაც ოპოზიციის როლი ძალიან კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მათ ამ მოლაპარაკებების შემდგომ ის კი არ ისაუბრონ, რომ რაღაც დათმეს, ვინმემ რაღაც წააგო, არა - მათ შეუნარჩუნდეთ სახე როგორც პოლიტიკურ ოპონენტებს, რომლებმაც მიიღეს ხალხის ინტერესებზე და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული გადაწყვეტილება და მმართველი პარტიაც იყოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ძალა, რომელმაც შეძლო ოპონენტებთან, აზრთა სხვადასხვაობის მოუხედავად, პოზიციების დაახლოება და ჯამში, ჩვენ ყველა გავერთიანდით ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. ეს რესურსი არის, ჩვენ არ შევთავაზებდით ისეთ წინადადებებს, სადაც გვექნებოდა მოლოდინი, რომ რაიმე ფორმით მოხდებოდა პოლიტიკური ოპონენტების დისკრედიტაცია. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის საერთო კონსენსუსი. ეს პროცესი არის დამახასიათებელი ევროპული ტიპის დემოკრატიებისთვის, რომ პოლიტიკურმა ოპონენტებმა შეძლონ პოზიციების დაახლოება და ეს არის პოლიტიკური სიმწიფის ერთგვარი დემონსტრირება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი ამას ვერ გაუძლებს უბრალოდ და გუშინ იყო ამის ნათელი დემონსტრირება. ყველა პოლიტიკური სუბიექტი არ არის დემოკრატიული ფასეულობის ერთგული, არ არის მოწადინებული იხელმძღვანელოს დასავლური ღირებულებებით და ამის ნათელი მაგალითი იყო შალვა ნათელაშვილის შემთხვევა. თუმცა, ის გაუძლებს ამ პროცესს ვისაც ნამდვილად ანაღვლებს ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და ვფიქრობ, ამის რესურსი არის,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ანრი ოხანაშვილი - ჩვენ ისეთ შეთავაზებას ვაკეთებთ, რომელიც პოლიტიკურ ოპონენტებსაც სახეს შეუნარჩუნებს

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა