ამირან გამყრელიძის განცხადებით, 27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოჰყავთ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანი კატასტროფის ბრიგადას თბილისში გადმოჰყავს.

ამირან გამყრელიძის თქმით, შემთხვევის მოკვლევა სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ დაიწყო.

„დღეს, ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში, რომელიც აცრებს აწარმოებს და16 პაციენტი ჰყავს აცრილი, 12:15 საათზე აიცრა ჩვენი კოლეგა, 27 წლის ქალბატონი, რომელიც როგორც ვიცი სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და ანამნეზში ალერგიულ რეაქციას არ აღნიშნავდა. აცრის შემდეგ მან ინტერვიუ მისცა ერთ-ერთ არხს და მოუწოდა სამედიცინო პერსონალს აცრების გააქტიურებისკენ. სამწუხაროდ, 30 წუთში განვითარდა დაუყოვნებელი რეაქცია. ჯერ არ ვიცით ეს ალერგიული რეაქცია იყო თუ სხვა ტიპის, თუმცა ექიმები გვეუბნებიან, რომ ეს ალერგიულ რეაქციას ჰგავდა. ადამიანს ადგილზე დროულად ჩაუტარდა გადაუდებელი დახმარება. ამის შემდეგ არ მოიხსნა რეაქცია და გადაყვანილი იქნა რეანიმაციულ განყოფილებაში.

მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და საჭირო იქნა მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა. ამჟამად ადგილზე ჩასულია კატასტროფის მედიცინის ბრიგადა და ავადმყოფის ევაკუაცია ხდება თბილისში. მოკვლევის დასრულებამდე, ჯერჯერობით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე ვერ ვისაუბრებთ“,-განაცხადა გამყრელიძემ.

იხილეთ ვიდეო:ამირან გამყრელიძის განცხადებით, 27 წლის ექთანი, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა, თბილისში გადმოჰყავთ

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის