„ევროპის წამლის სააგენტომ" AstraZeneca-ს თაობაზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა

„ევროპის წამლის სააგენტომ“ (EMA) AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის თაობაზე წინასწარი მოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა.

როგორც დღეს გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოს შესაბამისმა კომიტეტმა დაადგინა:

1.ვაქცინის სარგებელი კორონავირუსის ფართოდ გავრცელებულ საფრთხესთან ბრძოლაში კვლავ აჭარბებს გვერდითი ეფექტების რისკს. 2. ვაქცინა არ არის დაკავშირებული ვაქცინირებულ პაციენტებში სისხლის კოლტების საერთო რისკების (თრომბოემბოლური მოვლენების) ზრდასთან. 3. არ არსებობს ვაქცინის კონკრეტულ პარტიასთან ან მწარმოებელ ქარხანასთან დაკავშირებით პრობლემის მტკიცებულება. 4. ამის მიუხედავად, ვაქცინა შეიძლება დაკავშირებული იყოს თრომბოციტოპენიასთან ასოცირებულ თრომბების წარმოქმნის ძალიან იშვიათ შემთხვევებთან, ანუ თრომბოციტების დაბალ დონესთან. „ეს იშვიათი შემთხვევებია - დიდ ბრიტანეთში და ევროპულ ეკონომიკურ ზონაში დაახოლებით 20 მილიონი ადამიანი აიცრა 16 მარტის მდგომარეობით და EMA-ს მიერ გაანალიზდა სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის მხოლოდ 7 და ცერებრალური ვენური სინუსის თრომბოზის (CVST) 18 შემთხვევა. ვაქცინასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის, მაგრამ შესაძლებელია და შემდგომ ანალიზს იმსახურებს“, - ნათქვამია წამლის სააგენტოს განცხადებაში.

მოკვლევა „ევროპის წამლის სააგენტოს“ იმ კომიტეტმა ჩაატარა, რომლებიც მედიკამენტების უსაფრთხოების საკითხების შეფასებაზეა პასუხისმგებელი. მანამდე, სააგენტოს წარმომადგენლებმა პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო Oxford/AstraZeneca-ს ვაქცინა „უსაფრთხო და ეფექტურია“.

როგორც BBC წერს, ევროკავშირის მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ დაადგინა, რომ ვაქცინა ”არ ასოცირდება” თრომბის მაღალ რისკთან, თუმცა ის ვაქცინასა და სისხლის შედედების იშვიათ შემთხვევებს შორის შესაძლო კავშირის შესწავლას განაგრძობს.

„ეს არის უსაფრთხო და ეფექტური ვაქცინა. მისი სარგებელი კორონავირუსის წინააღმდეგ ადამიანების დაცვის მხრივ აჭარბებს შესალო რისკებს“, - განაცხადა სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორმა ემერ ქუქმა პრესკონფერენციაზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა