გოგი წულაიას საქმის პროკურორის განცხადებით, ვიდეომასალაში გოგი წულაია პრაქტიკულად ადასტურებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას

სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ვიდეომასალაში გოგი წულაია პრაქტიკულად ადასტურებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას. როგორც ვეფხვაძე განმარტავს, სავარაუდო დანაშაულის ჩადენისას წულაია ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მან ალკოტესტის გაკეთებაზე უარი განაცხადა.

"სასამართლომ კანონიერად, დასაბუთებულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია და მიიჩნია, რომ არსებობს ბრალდებულ გიორგი წულაიას მხრიდან შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ასევე მოწმეზე, განსაკუთრებით, დაზარალებულზე ზემოქმედების საფრთხე. ერთადერთი ღონისძიება, რომელიც ამ ყველაფრის აღკვეთას უზრუნველყოფდა, პატიმრობა იყო. წარდგენილია, როგორც მოწმეთა ჩვენებები, ასევე ვიდეომასალა, ექსპერტიზა დანიშნულია და ჯერ პასუხი არ არის. საქმის მასალებში მოიპოვება მტკიცებულებათა ერთობლიობა და არამხოლოდ მოწმეთა ჩვენებები, რომელიც ადასტურებს, რომ გიორგი წულაია იმ მომენტში, როცა სავარაუდო დანაშაული ჩაიდინა, ნასვამი იყო. ალკოტესტის ჩატარებაზე წულაიამ უარი განაცხადა. გიორგი წულაიას მიმართ წარდგენილი ბრალდება ეფუძნება არამხოლოდ დაზარალებულის ჩვენებას, არამედ ურთიერთშეთავსებად სხვა მტკიცებულებებს, როგორიც არის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სხვადასხვა ნივთიერი მტკიცებულებები, ვიდეომასალა და სხვა მოწმეთა ჩვენებები. ვიდეომასალაში ასახულია ბატონი გოგო წულაიას საუბარი ამ ფაქტთან დაკავშირებით, ის პრაქტიკულად ადასტურებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას",- განაცხადა ვეფხვაძემ.

გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თავად ბრალდებული გოგი წულაია წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

წულაიას ბრალდება ოფიციალურად გუშინ წაუყენეს, მას ბრალდება დაუმძიმდა. წულაიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით წარუდგინეს, რაც სექსუალური ძალადობის მსგავს ქმედებას გულისხმობს. სამართალდამცავებმა გოგი წულაია ორი დღის წინ დააკავეს. თავდაპირველად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობდა. შსს-ს ინფორმაციით, წულაიამ ნაქირავებ ბინაში ნაცნობ ქალზე იძალადა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს