დათა ვანიშვილის მეუღლე - აქედან არ მიდიოდა, ამბობდა, როგორ დავტოვო ჩემი სახლიო

აქედან არ მიდიოდა, ამბობდა, როგორ დავტოვო ჩემი სახლიო, - ამის შესახებ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის მეუღლემ ვალია ვანიშვილმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განუცხადა.

ვალია ვანიშვილის თქმით, მისი მეუღლე დათა ვანიშვილი საკუთარ კარ-მიდამოს ოკუპაციის მიუხედავად არ ტოვებდა.

„დღეს უნდა წაგვეყვანა საავადმყოფოში. მითხრა, შენ სახლიდან არსად წახვიდეო. ქართველები დაგეხმარებიან, არ დაგტოვებენ მშიერსო. აქედან არ მიდიოდა, ამბობდა, როგორ დავტოვო ჩემი სახლიო. ვიწვალეთ, ბევრჯერ მშივრები ვიყავით“, - აცხადებს ვალია ვალიშვილი.

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაიცვალა. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობისთვის, დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა