თამარ გაბუნია - ნებისმიერი ვაქცინის პროგრამის შემთხვევაში ანაფილაქსიურ შოკზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი და მისი მართვა არის ყველაზე ბაზისური უნარ-ჩვევა, რაც ყველა ექიმს აქვს

ნებისმიერი ვაქცინის პროგრამის შემთხვევაში ანაფილაქსიურ შოკზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი და მისი მართვა ეს არის ყველაზე ბაზისური უნარ-ჩვევა, რაც ყველა ექიმს აქვს, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, იყვნენ თუ არა ექიმები გადამზადებული და მზად იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტი დადგებოდა.

მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებით ახალი პროტოკოლი მოამზადეს, სადაც აღწერილია როგორ უნდა მოხდეს ანაფილაქსიური შოკის რისკების შეფასება და რა შემთხვევაში რა ქმედება უნდა განხორციელდეს.

„ანაფილაქსიური შოკი ეს არის პირველი ყველაზე მნიშვნელოვანი რეაქცია, რისთვისაც ნებისმიერი ვაქცინაციის პროგრამა ემზადება გამონაკლისის გარეშე. ანაფილაქსიური შოკის თემა არ გაჩნდა ჩვენ სინამდვილეში კოვიდის ვაქცინიდან გამომდინარე. ნებისმიერი ვაქცინის პროგრამის შემთხვევაში ანაფილაქსიურ შოკზე კეთდება განსაკუთრებული აქცენტი და მისი მართვა ეს არის ყველაზე ბაზისური უნარ-ჩვევა, რაც ყველა ექიმს აქვს, თუმცა მიუხედავად ამისა, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და ჯანდაცვის სამინისტრომ ალერგოლოგების მონაწილეობით მოამზადეს კიდევ დამატებით ახალი პროტოკოლი, სადაც დეტალურად არის აღწერილი ანაფილაქსიური შოკის რისკების შეფასება როგორ უნდა მოხდეს და რა შემთხვევაში რა ქმედება უნდა განხორციელდეს. მთავარი ინტერვენცია ეს არის მედიკამენტური მკურნალობა ადრენალინით, რაც მარტივად ხელმისაწვდომია და ყველა აცრის კაბინეტს აქვს. ყველა ის ჩარევა, რომელიც პროტოკოლში არის აღწერილი, გუშინდელი ინფორმაციით, რომელიც რეგულირების სააგენტომ მოიპოვა, ჩატარებულია. ამასთან დაკავშირებით, ექსპერტების ჯგუფი კიდევ ატარებს დამატებით მოკვლევას. პროტოკოლში მითითებული ინტერვენციები ჩვენ გუშინდელ დასკვნაში უკვე არის ასახული როგორც ჩატარებული ინტერვენცია და პასუხი იმ რეაქციაზე, რაც აღინიშნა ძალიან მალე ვაქცინაციის შესრულებიდან“ , - განაცხადა გაბუნიამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა