„ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით, თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე პარლამენტში ნინო იობაშვილია

პარტია „ქართული ოცნების" საარჩევნო სიის მიხედვით, თეა წულუკიანის ადგილმონაცვლე პარლამენტში ნინო იობაშვილია.

გენდერული კვოტირების თაობაზე საარჩევნო კანონმდებლობის ნორმების გათვალისწინებით, თეა წულუკიანს პარლამენტში ნინო იობაშვილი შეცვლის.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრად თეა წულუკიანი დაინიშნა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრის ბრძანების შესაბამისად, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს მოაწერა, თეა წულუკიანი მინისტრის უფლებამოსილების შესრულებას 22 მარტიდან შეუდგება.

პრემიერ-მინისტრის ბრძანებითვე, მიხეილ ჩხენკელი, დღეიდან, დანიშნულია განათლებისა და მეცნიერების მინისტრად.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა