გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ვაშლიჯვრის და მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობებზე - ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ

ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მერაბ გაფრინდაშვილის განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ვაშლიჯვრის მიმდებარედ ახალი ნაპრალები გაჩნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც გაფრინდაშვილი განმარტავს, თბილისის სხვადასხვა ლოკაციებზე მონიტორინგული სადგურების ინსტალირება მოხდება.

„მთლიანობაში, ვაშლიჯვრის და მუხრან მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარე ფერდობები ისტორიულად ძალიან შორეულ გეოლოგიურ წარსულში ჩამოყალიბებული ფერდობებია და წარმოადგენს ტექნოსეისმურ გენეზისის ერთიან ბლოკს. ყოველთვის მიმდინარეობდა ბუნებრივად გარკვეული გართულებები, ის არასტაბილური ბლოკია თავისი გენეზიდან გამომდინარე. რაც შეეხება ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ვაშლიჯვრის მიმდებარედ გაჩნდა ახალი ნაპრალები, ახალი რღვევები, ეს რღვევებიც და ნაპრალებიც არახალია, ათეული წელია არსებობენ და არავითარი საფრთხე ამ ეტაპზე მოსახლეობის მიმართ არ არსებობს. ხაზგასმით მინდა განვაცხადო, რომ მეწყრული სხეულის, რომლის ჩასახვა-გააქტიურება მოხდა მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, მას და დღეს გავრცელებულ ინფორმაციას იმ ტერიტორიასთან მიმართებაში ერთმანეთთან არავითარი კავშირი არ აქვს. სამომავლოდ, არამარტო ამ მიმდებარე ფერდობებზე, არამედ, თბილისის სხვა ლოკაციებზეც გათვალისწინებულია მონიტორინგული სადგურების ინსტალირება. ეს იქნება მერიის აქტიური ჩართულობით, დაიწყება მონიტორინგი და ყველგვარი გართულების თავიდან აცილების მიზნით, თუ რაიმე სახის ახალი დეფორმაციები გაჩნდება, მიღებული იქნება შესაბამისი და დროული გადაწყვეტილებები დამცავი ღონისძიებების გასატარებლად“, - განაცხადა გაფრინდაშვილმა.

ტოომას ჰენდრიკ ილვესი - არ გჭირდებათ ევროკავშირის დროშების ყველგან აღმართვა, თუ მის ღირებულებებს არ იზიარებთ - სიტყვების თქმით: ”ჩვენ ევროპელები ვართ“, ევროკავშირში ავტომატურად ვერ შეხვალთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ბექა ნაცვლიშვილი - როგორც ჩანს, "ქართული ოცნება“ ემზადება მოლაპარაკების მესამე რაუნდისთვის და აგრძელებს კომუნიკაციას ევროკავშირთან, ამის შედეგი კი იქნება ის, თუ რა მოხდება მელიას გადადებულ სასამართლოზე
კახა ოქრიაშვილი - 15 მაისის აქციის სამზადისში აქტიურად ვარ ჩართული
ხარისხი გარანტირებულია: "კარფური" „მასტერშეფის“ ახალი სეზონის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი გახდა