ნიკოლოზ შარაძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა

მესაზღვრის დღესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი, პოლკოვნიკი ნიკოლოზ შარაძე სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, პოლკოვნიკ გოჩა ჯანჯღავასთან ერთად სასაზღვრო სექტორ "ლეკისყურეს" ესტუმრა.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ შარაძემ მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა და სახელმწიფო საზღვრის დასაცავად გაწეული ერთგული, კეთილსინდისიერი სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა უწყების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ისაუბრა.

"შინაგან საქმეთა მინისტრისთვის სასაზღვრო პოლიციის გაძლიერება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია და, ამ კუთხით, 2020 წელს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: გაუმჯობესდა სასაზღვრო ინფრასტრუქტურა, სახელმწიფო საზღვარი დაკვირვების თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღიჭურვა, განვითარდა სასაზღვრო ავიაციის შესაძლებლობები და კიდევ უფრო გაღრმავდა თანამშრომლობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. განსაკუთრებულად მინდა გამოვყო, რომ გასულ წელს აშშ-ის თავდაცვის საფრთხეების შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, აშენდა 4 სასაზღვრო სექტორი და მოეწყო შესაბამისი ინფრასტრუქტურა. სექტორი "ლეკისყურეც", რომლის ტერიტორიაზეც ახლა ვიმყოფებით, ერთ-ერთია ამ ოთხ სექტორს შორის. აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით. ვაგრძელებთ აქტიურ მუშაობას სასაზღვრო პოლიციის კიდევ უფრო გაძლიერებისა და მესაზღვრეების სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად", - განაცხადა ნიკოლოზ შარაძემ.

შსს-ის ცნობით, სასაზღვრო პოლიციის უფროსმა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისა და მიღწეული წარმატებებისთვის დააჯილდოვა. მათ შორის, 5 მესაზღვრე შინაგან საქმეთა სამინისტროს სამკერდე ნიშნით "უმწიკვლო სამსახურისათვის" დაჯილდოვდა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს