ვახტანგ მეგრელიშვილი - კრისტიან დანიელსონმა შემოგვთავაზა წინადადება - 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ამნისტია, რაც შერიგებას ჰგავდა, არავის მოეწონა

„გირჩის“ ლიდერი ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მხრიდან შეთავაზებული იყო წინდადება, რომ 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ამნისტია მომხდარიყო.

როგორც მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პლიტქალაქი“ განაცხადა, აღნიშნულზე არც ერთმა მხარემ არ ისაუბრა და ტექნიკურ განხილვაზე გადავიდნენ.

მისივე თქმით, წინადადება არავის მოეწონა.

„ჩემი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, ამას სერიოზულად მოფიქრება უნდა. ჩემი აზრით, ძალიან კარგი ვერსია იყო შემოთავაზებული - ამნისტიის. 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმის ამნისტია, რაც რაღაცნაირად შერიგებას ჰგავდა. დენიელსონმა შემოგვთავაზა, პირველ დოკუმენტში იყო ასეთი წინადადება, რაც ძალიან მომეწონა. წარმოიდგინეთ, ასეთი წინადადება გიდევს, ეს ხომ უნდა განიხილო. ხომ უნდა ისაუბრო. უბედურებები დაგვემართა, ადამიანმა თვალი დაკარგა, ვიღაცა ცემეს, ცუდი რაღაცები გავაკეთეთ, პოლიციელებზეც კი არის საქმეები აღძრული, ცუდი მოვლენაა და ერთობლივად რომ დაგვევიწყებინა და გვეპატიებინა ერთმანეთისთვის ნებისმიერ დონეზე, ხომ უნდა დავასრულოთ ეს ამბავი. ეს ბუნებრივად მელიასაც შეეხებოდა ხომ? გასაგებია ხომ, რომ ასეთ წინადადებას უნდა ჩაეჭიდო, რომ ხორცი შეასხა, გააფართოვო, იმსჯელო ამაზე“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ წინადადება „არავის მოეწონა და ტექნიკურ განხილვაში შევიდნენ“.

მან ასევე განმარტა ფორმატი, თუ როგორ მოხდა ამ წინადადების შეთავაზება და აღნიშნა, რომ მედიატორის მხრიდან ნათქვამი იყო, რომ აღნიშნული განეხილათ მხარეებს, როგორც მათი მხრიდან შეთავაზება.

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები შედეგის გარეშე დასრულდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს