გურამ მაჭარაშვილი - პარტია, რომელიც სააკაშვილის ავტორობით ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება

ყველა ის პარტია, რომელიც ჩათვლის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ბუნებრივად, იქნება დაინტერესებული, რომ საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელოს და საპარლამენტო ტრიბუნა ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის გამოიყენოს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა პარტია „გირჩთან“ ინდივიდუალური მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე დასმულ კითხვას.

მაჭარაშვილის თქმით, ინდივიდუალურ მოლაპარაკებებს ზოგადად, ოპოზიციასთან მოლაპარაკების ფორმატი სჯობდა, მაგრამ პრობლემას ინდივიდუალურ მოლაპარაკებებშიც ვერ ხედავს.

„ნებისმიერი პარტია, რომელიც დაინახავს, რომ ოპოზიციაში შექმნილი სიტუაცია არის სააკაშვილის ავტორობით და ამ ბულინგს თავს დააღწევს, თვითმმართველობის არჩევნებზე ამომრჩევლისთვის პერსპექტიული იქნება. საქართველოში ამომრჩეველი პოლიტიკურად გაიზარდა, კარგად ხედავს, რომელი პარტიაა შორსმჭვრეტელი თავისი ქვეყნის მიმართ და გადაწყვეტილებებს აქედან გამომდინარე იღებს. ყველა ის პარტია, რომელიც ჩათვლის, რომ თვითმმართველობის არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს, ბუნებრივად, იქნება დაინტერესებული, რომ საპარლამენტო საქმიანობა გააგრძელოს და საპარლამენტო ტრიბუნა გამოიყენოს ხელისუფლებასთან ოპონირებისთვის. ყველა იმ პარტიას, რომელიც ოპოზიციაშია და სურს, პოლიტიკაში დარჩეს და პოლიტიკურად არ გარდაიცვალოს, აუცილებელია ამ ბულინგს თავი დააღწიოს", - განუცხადა ჟურნალისტებს გურამ Მაჭარაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს