ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული პასუხი, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული პასუხი იმასთან დაკავშირებით, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია დამყარებულია არსებული არხების მეშვეობით, თუმცა საბოლოო კონფიგურაცია, ანუ დეტალები ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

„კიდევ ერთხელ მინდა, ღრმა მწუხარება გამოვხატო დათა პაპას გარდაცვალების გამო ადამიანის, რომელიც არის არა მხოლოდ ოკუპაციის, არამედ ქართველი კაცის სულით უტეხობის სიმბოლო და დღეს მას მიიბარებს ქართული მიწა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს მარტს დაკრძალავენ. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.

იხილეთ ვიდეო:ირაკლი ანთაძის განცხადებით, ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული პასუხი, ექნებათ თუ არა შესაძლებლობა დათა ვანიშვილის ნათესავებს დაესწრონ სამოქალაქო პანაშვიდს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა