საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ხურვალეთში, დათა ვანიშვილის რამდენიმე ნათესავს დაკრძალვის ცერემონიაზე დასწრების ნება მისცეს.
როგორც ჟურნალისტებთან დათა ვანიშვილის შვილმა ნანა ვანიშვილმა განაცხადა, დაკრძალვას რამდენიმე ნათესავიც ესწრება, ხოლო დედამისი საკუთარი კარ-მიდამოს დატოვებას არ აპირებს.
“დედაჩემი მოიქცევა ისე, როგორც მამაჩემმა უთხრა, “შენს სახლში იყავი, არსად არ წახვიდეო”. სად წავიდეს აბა?! სად უნდა წავიდეს, ეს მისი სახლია“, - განაცხადა ნანა ვანიშვილმა.
ცნობისთვის, დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.

























