გიორგი მარგველაშვილი ხურვალეთში - სწორედ აქ, სიამაყით მომყავდა თავისუფალი სამყაროს ლიდერები და ვაცნობდი დათა პაპას, რათა მეჩვენებინა, რამდენად გაუტეხელია ჩვენი გენი

აქ, არაერთ პრეზიდენტთან ვარ ნამყოფი. სწორედ აქ, სიამაყით მომყავდა თავისუფალი სამყაროს ლიდერები და ვაცნობდი დათა პაპას იმიტომ, რომ მეჩვენებინა, რამდენად გაუტეხელია ჩვენი გენი, - ამის შესახებ საქაართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს საოკუპაციო ხაზთან განუცხადა, რითაც ისაუბრა საოკუპაციო ხაზს მიღმა გარდაცვლილ დათა ვანიშვილთან მიმართებით.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, დათა ვანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც იბრძოლა სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოს მთლიანობისთვის.

„ჩვენ მოვედით იმისთვის, რომ პატივი მივაგოთ იმ ადამიანს, რომელიც გახდა საქართველოს გაუტეხელობის სიმბოლო. აქ, არაერთ პრეზიდენტთან ვარ ნამყოფი. სწორედ აქ, სიამაყით მომყავდა თავისუფალი სამყაროს ლიდერები და ვაცნობდი დათა პაპას იმიტომ, რომ მეჩვენებინა, რამდენად გაუტეხელია ჩვენი გენი. ეს ადამიანი არ იყო მომზადებული არც მეომრად, არც ჯარისკაცად, ის იყო რიგითი ქართველი, რომელმაც იბრძოლა სიცოცხლის ბოლო წუთამდე საქართველოს მთლიანობისთვის. ღმერთმა გაანათლოს მისი სული. მისი მაგალითი ჩვენი გამარჯვების გაუტეხლობის სიმბოლოა“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ. დათა ვანიშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. გარდაცვლილის ახლობლების ინფორმაციით, დათა ვანიშვილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოფლის ძველ სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დათა ვანიშვილი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად, მავთულხლართებს მიღმა დარჩა. მას საკუთარი სახლი არ დაუტოვებია. ვანიშვილს მავთულხლართების მეორე მხრიდან უწევდა კომუნიკაცია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩენილ პირებთან, მათ შორის არაერთი ქვეყნის პრეზიდენტსა და საერთაშორისო მისიის წარმომადგენელთან, რომლებიც ადგილზე სიტუაციის გასაცნობად იმყოფებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს