TIDA-ს ფარგლებში, ონლაინ სესია - „გრაფების ანალიზი“ ჩატარდება

“თიბისის” მხარდაჭერით, TIDA-ს (Tblisi International Data Analytics) ფარგლებში, ონლაინ სესიების სერია გრძელდება. შემდეგი სესია 23 და 24 მარტს, 10:00 საათზე, ონლაინ პლატფორმა Zoom-ში ჩატარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „თიბისიდან“ აცნობეს, სესიის თემაა: "გრაფთა ანალიზი - როგორ გამოვიყენოთ კავშირები ანალიტიკაში“.

მათი ინფორმაციით, ონლაინ სესიას „თიბისის“ მონაცემთა მეცნიერები, ნუცა აბაზაძე და არჩილ კობალაძე გაუძღვებიან.

“ორი დღის განმავლობაში, დამსწრე აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება, ამომწურავი ინფორმაცია მიიღოს შემდეგ თემებზე: რა არის გრაფების ანალიზი, რატომ უწოდებენ მას 21-ე საუკუნის მეცნიერებას, რა ტიპის ტრადიციული ალგორითმები არსებობს და რა მიმართულებით ვითარდება აღნიშნული დარგი. სესიაზე სპიკერები მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებულ პირებს აჩვენებენ, თუ როგორ შეგვიძლია ამ ალგორითმების გამოყენება და მათი ვიზუალიზაცია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„თიბისის“ ცნობით, ორდღიანი სესია შემდეგ თემებს შეეხება:

23 მარტი:

  • რომელ ინდუსტრიებში და რა ბიზნესპრობლემების გადასაჭრელად შეგვიძლია გამოვიყენოთ გრაფ ანალიზი;
  • გრაფის სტრუქტურა და ტიპები;
  • ტრადიციული გრაფ ალგორითმების ძირითადი ჯგუფები (Pathfinding, Community detection, Centrality/Importance);
  • გრაფების გამოყენება Machine Learning-ში.

24 მარტი:

  • Node Embedding;
  • Graph Neural Networks ;
  • გრაფ ანალიზის იმპლემენტაციის და ვიზუალიზაცის შესაძლებლობები (Python, Neo4j, PowerBI).

„გრაფების/ქსელების ანალიზს 21-ე საუკუნის მეცნიერებას უწოდებენ, რადგან სწორედ ბოლო ოცწლეულის განმავლობაში გამოიკვეთა მისი გამოყენების საჭიროება მრავალ ინდუსტრიაში. გრაფების ანალიზით ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ვირუსის გავრცელება, გავზომოთ სოციალურ ქსელში ე.წ. ინფლუენსერების ეფექტი და სხვა“, -აცხადებს ნუცა აბაზაძე.

„თიბისის“ ცნობით, TIDA-ს ონლიან სესიაზე დასწრება უფასოა. მათი განმარტებით, დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ, შემდეგ ბმულზე შეუძლიათ -https://www.surveymonkey.com/r/LL8L3XQ , რის შემდეგაც ისინი მონაწილეობისთვის საჭირო მონაცემებს ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებენ.

„TIDA ბიზნესმონაცემთა ანალიტიკის პირველი კონფერენციაა რეგიონში და მის მიზანს მონაცემთა ანალიტიკის პროფესიონალებისა და ანალიტიკის გამოყენებით დაინტერესებული ბიზნესების წარმომადგენლების გაერთიანება წარმოადგენს, საერთაშორისო მასშტაბით. TIDA-ს ფარგლებში განიხილება, როგორ უნდა შექმნას ბიზნესმა რეალური ღირებულების მომტანი ანალიტიკა. კონფერენციის, ისევე როგორც ონლაინ სესიების მიზანი თემის გარშემო არსებული უახლესი ინფორმაციის გაზიარება და გაცვლაა. TIDA-ს მხარდამჭერია „თიბისი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ