დავით სერგეენკო - მოლოდინი მაქვს, რომ მოლაპარაკება მსგავს ან განსხვავებულ ფორმატში განახლდება, მას ჩაშლილს ვერ დავარქმევდი

მოლოდინი მაქვს, რომ ეს მოლაპარაკება მსგავს ან განსხვავებულ ფორმატში განახლდება, მას ჩაშლილს ვერ დავარქმევდი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით სერგეენკომ განუცხადა.

მისივე თქმით, თუ ვისი მიზეზით ჩაიშალა „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მოლაპარაკებები, ამის შეფასება ადრეა.

როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ის არ გამორიცხავს, რომ კრისტიან დანიელსონი კვლავ დაბრუნდეს და მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართოს.

„ვის ინტერესებში შეიძლება შედიოდეს ამ მოლაპარაკების ჩაშლა, ეს არის ერთადერთი ის ძალა, მათ შორის რეგიონული, რომლისთვისაც საქართველოში დესტაბილიზაცია მათი კომფორტული მდგომარეობაა. საქართველოში დესტაბილიზაცია რომელი ქვეყნის ინტერესებშიც შედის, მისივე ინტერესებში შევა მოლაპარაკებების ჩაშლა, თუმცა, იმედია, რომ ჩაშლასთან არ გვაქვს საქმე. სივრცეს მოლაპარაკებისთვის კვლავ ვხედავ, კონკრეტიზაცია გამიჭირდა რა მიმართულებით და კონფიგურაციით შეიძლება ეს სივრცე შეიქმნას, თუმცა, ერთადერთი სწორი გზა არის მოლაპარაკებების გაგრძელება და შედეგის მიღება. იმედი მაქვს, რომ ეს ასეც მოხდება. რაც შეეხება იმას, ვის ინტერესებში შედის მოლაპარაკებების დესტრუქცია, ამაზე თავად დანიელსონმა გააკეთა ძალიან მკაფიო განცხადება. თუ დღეს ჩვენს დღევანდელ სტატუსს შევაფასებთ ისე, რომ მოლაპარაკებები ჩაიშალა, რასაც არ ვეთანხმები, ჩაშლილ მოლაპარაკებებს სჭრიდება ახალი გარემოება, იმისთვის, რომ განახლდეს. მე არ მიმაჩნია, რომ ეს მოლაპარაკებები ჩაშლილია, ერთი ეტაპი დამთავრდა, რომელშიც ევროპული საბჭოს წარმომადგენელი მონაწილეობდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ დაბრუნდეს და შემდეგი რაუნდიც გაიმართოს“, - განაცხადა სერგეენკომ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია