ჟოზეფ ბორელი - საქართველო ვერ იქნება ბიპოლარიზებულ მდგომარეობაში, რაც ხელს უშლის მთავრობის მუშაობას

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი აცხადებს, რომ საქართველოს სტაბილურობა სჭირდება, რათა მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელოს. ამის შესახებ ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, აქვს თუ არა აზრი ევროპული საბჭოს პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის საქართველოში ახლო მომავალში დაბრუნებას და უნდა ჰქონდეს თუ არა მას მოლაპარაკებები საქართველოში სხვა აქტორებთან, როგორიც არის ბიძინა ივანიშვილი ან მიხეილ სააკაშვილი, ბორელმა უპასუხა, რომ მედიაციის ძალისხმევა გაგრძელდება, თუმცა გადაჭრით არ უთქვამს, რომ დანიელსონი საქართველოში უნდა დაბრუნდეს.

„მე არ მითქვამს, რომ ბატონი დანიელსონი უნდა დაბრუნდეს საქართველოში. მე ვთქვი, რომ მედიაციის ძალისხმევა გრძელდება. მე არ მითქვამს კონკრეტულად, რომ უნდა დაბრუნდეს - შეიძლება კი, შეიძლება არა. ის არის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი. შევხედავთ, თუ რა იქნება უფრო ეფექტური. მე ვგულისხმობ, რომ ეს მედიაციის ძალისხმევა არ დასრულებულა და გაგრძელდება, რადგან საჭიროა გავაგრძელოთ პროცესის მხარდაჭერა, საჭიროა გავაგრძელოთ მედიაცია. საქართველო ვერ იქნება ბიპოლარიზებულ მდგომარეობაში, რაც ხელს უშლის მთავრობის მუშაობას. ქვეყანას სჭირდება სტაბილურობა, რათა განახორციელონ მნიშვნელოვანი საჭირო რეფორმები. ასე, რომ ჩვენ გავაგრძელებთ მედიაციის მხარდაჭერას და მოვუწოდებთ საქართველოში ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ აიღონ პასუხისმგებლობა, რათა იფიქრონ ქართველი ხალხის ინტერესებზე და მიაღწიონ პოლიტიკურ თანხმობას, რაც საჭიროა მათ წინაშე არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებთან გასამკლავებლად“, - აღნიშნა ბორელმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა