მიხეილ სარჯველაძე - აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიციასთან შეთანხების ვერმიღწევის მიზეზი იმ მხარესაა, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს

აბსოლუტურად ვერ დაგეთანხმებით, რომ ოპოზიციასთან შეთანხების ვერმიღწევის მიზეზი იმ მხარესაა, რომელსაც ხელისუფლება წარმოადგენს - ამის მიზეზი არის არასათანადო განწყობის არსებობა ოპოზიციის ლიდერებს შორის, - ეს განაცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მიხეილ სარჯველაძემ გააკეთა.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვა და „გვექნება შესაძლებლობა იმისა, კიდევ ვცადოთ მოლაპარაკება, რისი სრული მზადყოფნაც ხელისუფლებას ჰქონდა“.

„ოპოზიციის მხრიდან ადგილი აქვს არა პრინციპული საკითხების დაყენებას, არამედ ულტიმატუმებს, რითაც ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან მოვიდნენ. მოლაპარაკება დასრულდა თუ არა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად გააკეთეს განცხადება, რომ მათ მიერ დაყენებული საკითხების მიღმა არაფერზე მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა - იყო ულტიმატუმი, რომ თუკი მათი ორი მოთხოვნა (ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება) არ დაკმაყოფილდებოდა, არანაირ ვარიაციას არ განიხილავდნენ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

უმრავლესობის დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ ის, თუ რა ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად ხელისუფლება, ოპოზიციასთან მოლაპარაკების დეტალების გასაჯაროებას ნიშნავს, რაზეც ამ ეტაპზე ვერ ისაუბრებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა