NDI - გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36%  კი ცუდად

„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI)-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 14% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 38% საშუალოდ, 36 % კი ცუდად.

ამასთან, ორგანიზაციის კვლევის მიხედვით, გამოკითხვაში მონაწილე, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერების 39% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 45% საშუალოდ, 10% კი ცუდად.

რაც შეეხება ოპოზიციის მხარდამჭერების პოზიციას, რომლებიც გამოკითხვაში მონაწილეობდნენ, მათი 3% პარლამენტის საქმიანობას დადებითად აფასებს, 26% საშუალოდ, ხოლო 66% ცუდად.

იმ მოქალაქეებიდან კი, რომელთაც პარტიული კუთვნილება არ დაასახელეს, 39%-მა თქვა, რომ პარლამენტის საქმიანობას უარყოფითად აფასებს, 6% კი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას დადებითად აფასებს.

კითხვაზე, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში პარლამენტმა რომელ საკითხებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება, მოქალაქეების 79 % ფიქრობს, რომ პარლამენტმა ყურადღება ეკონომიკაზე უნდა გაამახვილოს, 34% ასეთ საკითხად ჯანდაცვას ასახელებს, 22% კი განათლებას.

გამოკითხული მოქალაქეების 50% ფიქრობს, რომ პარლამენტის წევრები მათ ინტერესებს არ დაიცავენ, 33%-ს მიაჩნია, რომ დეპუტატები მათ ინტერესებს დაიცავენ, ხოლო 17%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

NDI-ის გამოკითხულთა 60%-ს კი მიაჩნია, რომ დეპუტატი გააკეთბს იმას, რასაც პარტია ეტყვის. განსხვავებულად ფიქრობს, გამოკითხულთა 14%-ი.

ცნობისთვის, კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია