ვატო სურგულაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციის პროგრამას ვერ მართავს

„ლელოს“ წევრის ვატო სურგულაძის განცხადებით, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა ვაქცინაციის პროგრამას ვერ მართავს. როგორც მან აღნიშნა, საქართველოში ვიზიტით მყოფმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ქართულ მხარეს ვაქცინაციის საკითხზე რჩევები მისცა.

„საქართველოში ვიზიტით მყოფმა მსოფლიო ჯანდავის ორგანიზაციის წარმომადგენელმა „ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის ჩატარების შემდეგ 27 წლის ექთნის გარდაცვალების საკითხზე რჩევები მოგვცა. ეს ყველაფერი ვიცით, ექიმებიც მომზადებულები არიან, კლინიკაში ყველაფერი გვაქვს, მაგრამ ამას სჭირდება მომზადება და მუდმივი კონტროლი, რაც არ გვაქვს. ჩვენ ვერ ვმართავთ სიტუაციას. პრობლემა გვაქვს მართვაში და არა იმ ელემენტარულ ცოდნაში, რაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენელმა გვირჩია. ყველაფერი გვაქვს, მაგრამ მუდმივი კონტროლი სჭირდება. პასუხისმგებელი პირები გვჭირდება, რომლებიც გადაამოწმებენ, რამდენად არის მზადყოფნა და რამდენად სრულდება ეს ყველაფერი ისე, როგორც შესაბამისი რეგულაციები მოითხოვს“, - განაცხადა სურგულაძემ.

ცნობისთვის, 27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს