სახელმწიფო მინისტრი - 2019-2020 წლებში ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა გასამმაგდა

2019-2020 წლებში ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა გასამმაგდა, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა პარლამენტში საკომიტეტო მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2020 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 400-მდე სტუდენტმა ჩააბარა.

„სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში განათლების მიმართულებით ასევე მოქმედებს უნიკალური ინსტრუმენტი - სკოლის შემდგომი განათლების მოსამზადებელი პროგრამა, რომელიც პირველად ქმნის შესაძლებლობას, რომ ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის, გალსა და ახალგორში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა, საერთო ეროვნულ გამოცდებზე გასვლის გარეშე ჩააბარონ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. პროგრამა ითვალისწინებს როგორც საცხოვრებლით, ისე სტიპენდიით უზრუნველყოფას. 2019 წელს ამ პროგრამით ისარგებლა 139-მა, ხოლო 2020 წელს 180-მა ახალგაზრდამ, რომლებიც განაგრძობენ სწავლას სასურველ ფაკულტეტებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში. პროგრამა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გალსა და ახალგორში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, რადგან მშობლიურ ენაზე განათლების მიღებაზე დაწესებული შეზღუდვის გამო, ისინი ეროვნულ გამოცდებზე სათანადო კონკურენციას ვერ უწევდნენ სხვა აბიტურიენტებს. პროგრამის ამოქმედების შედეგად, 2019-2020 წლებში გასამმაგდა ოკუპირებული რეგიონებიდან სტუდენტების რაოდენობა. ყველა საშეღავათო პროგრამის გათვალისწინებით, 2020 წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 400-მდე სტუდენტმა ჩააბარა. ჩვენ ვგეგმავთ, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ განათლების ყველა საფეხურისადმი წვდომა, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, რაც მათი ინტერესის სფეროს წარმოადგენს ოკუპირებულ რეგიონებში,“ - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა