ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარედ, ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განცხადებით, ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის მიმდებარე ფერდობზე მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით, მაჭავარიანის ქუჩაზე და მის მიმდებარედ ნალექის დროს სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება.

როგორც ბენდელიანმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიტორიაზე სამშენებლო სამუშაოების გაჩერება-აღდგენა კონკრეტული შემთხვევის და ნალექის მოცულობის გათვალისწინებით მოხდება.

„გვქონდა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაცია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნალექის შემთხვევაში მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გაჩერდება სამშენებლო სამუშაოები.

გააჩნია, რა მოცულობის ნალექი მოვა და რა პერიოდის განმავლობაში იქნება. თუ მუდმივი წვიმები იქნება, ეს გადაწყვეტილება ისე არ უნდა აქნეს აღქმული, რომ წვიმა გადაიღებს და სამშენებლო სამუშაოები განხორციელდება. გადაწყვეტილების მიღება მოხდება კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით",- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს