სერგი კაპანაძე გიორგი გახარიაზე - არ მჯერა, რომ დამოუკიდებელი ფიგურა იქნება, ისევ ივანიაშვილის გამოხატულებად დარჩება - ძალიან ბევრ მძიმე კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი

პოლიტიკაში მოსვლა ყველას შეუძლია, მაგრამ არ მჯერა, რომ ივანიშვილისგან დამოუკიდებელი ფიგურა იქნება - პოლიტიკაში ისევ ივანიშვილის გამოხატულებად დარჩება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკაში დაბრუნებას გამოეხმაურა.

კაპანაძის თქმით, ყოფილი პრემიერი გახარია ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი უახლოესი მხარდამჭერი იყო, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, პასუხი ძალიან ბევრ, მძიმე კითხვაზე აქვს გასაცემი.

“ბუნებრივია, გახარიას გადასაწყვეტია იქნება პოლიტიკაში, თუ არ იქნება. ორი საკითხია უდავო, ერთი ის, რომ გახარია ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი უახლოესი მხარდამჭერი, ლოიალისტი იყო და ყველაფერს ასრულებდა, რასაც ივანიშვილი ეუბნებოდა. არც ერთი თემა არ გვახსოვს, რომ ივანიშვილს შეწინააღმდეგებოდა. ის ამ პოლიტიკაში ისევ ივანიშვილის გამოხატულებად დარჩება. ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან ბევრ მძიმე კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი. კითხვებზე, რომელიც ეხება კერძაიას გარდაცვალებას, 20 ივნისის მოვლენებს, ბოლო დროს გამოქვეყნებულ სკანდალურ აუდიო ჩანაწერებს, ანაკლიის პორტის გაჩერებას. რა თქმა უნდა, პოლიტიკაში მოსვლა ყველას შეუძლია, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ივანიშვილისგან დამოუკიდებელი ფიგურა იქნება”, - განაცხადა კაპანაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ საჭიროა ქვეყანაში პოლარიზაციის აღმოფხვრა და რეალური პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავება.

როგორც ის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, ამჟამად საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის განსაზღვრაზე მუშაობს.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის პოსტი 18 თებერვალს დატოვა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა