ირაკლი ხმალაძე ქრთამის აღების ბრალდებით მერიის თანამშრომლის დაკავებაზე -  არც ერთი ასეთი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება

ეს არ არის პირველი შემთხვევა და იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი იქნება, მაგრამ ამ ყველაფრისმიუხედავად ჩვენ კანონის სადარაჯოზე ვართ. მინდა მთელი ჩვენი სისტემის თანამშრომლებს მივმართო, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, - ამის შესახებ თბილისი ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რითაც ქრთამის აღების ბრალდებით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტის დაკავებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, თუ მომავალში მსგავსი ქმედებები განხორციელდება, მერიისგან და საგამოძიებო ორგანოებიდან შესაბამისი რეაგირება მოყვება.

„პირველ რიგში ყველაფერთან ერთად, რასაც მუნიციპალიტეტი აკეთებს ყოველდღიურად, მუნიციპალიტეტის საქმიანობა მაქვს მხედველობაში, პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ საგამოძიებო ორგანოებთან კორუფციის პრევენციის მიმართულებით. ეს არ არის პირველი შემთხვევა და იმედი მაქვს, რომ უკანასკნელი იქნება, მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავთ ჩვენ კანონის სადარაჯოზე ვართ. მინდა მთელი ჩვენი სისტემის თანამშრომლებს მივმართო, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, ვინაიდან არც ერთი ასეთი უკანონო ქმედება რეაგირების გარეშე არ დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა მუნიციპალური ინსპექციის სამგორის რაიონის განყოფილების თანამშრომლის მხრიდან კანონის დარღვევას კორუფციის მიმართულებით, რასაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვა მერიისგან და საგამოძიებო ორგანობის ერთობლივი მოქმედებების შედეგად. თუ მომავალში ასეთი ტიპის ქმედება განმეორდება, მოყვება შესაბამისი და ადეკვატური რეაგირება" , - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დგინდება, რომ მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელმა საქართველოს მოქალაქეს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისაგან განთავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა