ანონსი 25 მარტი

25 მარტს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის.: ინგოროყვას N7

25 მარტს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ახლად დაარსებული სამოქალაქო მოძრაობა "წინ სვლას" დამფუძნებლები შაკო კუჭაშვილი და ოთო რაჭველიშვილი პრესკონფერენციას გამართავენ.

თემა: ორგანიზაციის გეგმები - რას გულისხმობენ მოძრაობის დამფუძნებლები, როდესაც აცხადებენ, რომ კანონიერი გზებით დესტრუქციულ ძალებს წინააღმდეგობას გაუწევენ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 მარტს, 12:00 საათზე, ჯანდაცვის სამინისტროში, თამარ გაბუნია და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში „ფაიზერის" ვაქცინის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ.

მის: წერეთლის 144, მეოთხე სართული

საკონტაქტო: 595 053 605- ნინი, 599 04 47 152 - ნინი

25 მარტს, 12:00 საათზე, ბროწეულის ქუჩაზე, აქციის დროს მედიის წარმომადგენლებსა და მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერის ანა დოლიძის მიმართ თავდასხმის გამო, ანა დოლიძე დაბარებულია პოლიციაში. დაკითხვაზე შესვლამდე დოლიძე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

მის.: სოფელი დიღომი, აღმაშენებლის ქუჩა 79

საკონტაქტო: 599 43 74 03

25 მარტს, 12:00 საათზე, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული).

25 მარტს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსი „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მეწყრული ნაპრალები ნუცუბიძე-ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ ფერდობზე და მიმდინარე პროცესები.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

25 მარტს, 12:00 საათზე, „მოძრაობა სოლიდარობა“, მთავარ პროკურატურაში შეიტანს განცხადებას - აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ყველა იმ პოლიციელზე, რომლებმაც „კომენდანტის საათის“ დარღვევის გამო, მოქალაქებს დაუწერეს 2000 ლარიანი ჯარიმა.

საკონტაქტო: ლაშა შუკაკიძე - 599161015

მის: ქ. თბილისი, გორგასლის ქუჩა N24

25 მარტს, 13:00 საათზე, "ლელოს" ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ქვეყნის მასშტაბით დაიწყებენ კამპანიას - მოითხოვე ვადამდელი არჩევნები. #თავისუფლებისთვის #შენიმომავლისთვის

მის: თავისუფლების მეტრო, "გალერეა თბილისთან".

საკონტაქტო: 577624445

25 მარტს, 17:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ათასწლეულის ფონდი კონკურსის „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“ 2020 წლის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა