ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში 183 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსის 26 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, - ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

ამასთან, გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ 2 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

გუდაუთის საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 25 ადამიანი მკურნალობს, 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 18 პაციენტის კი - საშუალო სიმძიმის.

ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 13 300 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან გამოჯანმრთელდა 12 801 და დაიღუპა 211 პაციენტი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა