„ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევა იგეგმება

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებისთვის ემზადება, რომლის ფარგლებშიც საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერის 3%-მდე დაწევა, ხოლო პარლამენტში ფრაქციის შექმნისთვის საჭირო მინიმალური რაოდენობის 7-დან 4-დეპუტატამდე შემცირება იგეგმება.

საუბარია კონსტიტუციაში იმ ინიციატივების ასახვაზე, რომელიც „ქართულ ოცნებასა“ და პარტია „მოქალაქეებს“ შორის გაფორმებულ მემორანდუმში წერია.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტი პარლამენტში ჯერ ოფიციალურად რეგისტრირებული არ არის და კონსტიტუციის გადასინჯვასთან დაკავშირებული პროცედურები არ დაწყებულა, თუმცა მმართველ გუნდში არსებული ინფორმაციით, პროექტის ინიცირება სავარაუდოდ, ახლო მომავალში მოხდება.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ახორციელებს.

რაც შეეხება კონსტიტუციურ კანონში ცვლილებების პროექტის ინიცირებას, აღნიშნული პროცედურის დაწყებას სულ მცირე 76 დეპუტატის ხელმოწერა ჰყოფნის.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია