დავით ჭიჭინაძე - დაახლოებით 20 დეპუტატის „გადაბირება“ და გახარიას მარტივად შეუძლია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა, რასაც პირდაპირ მოჰყვება ვადამდელი არჩევნები

დაახლოებით 20 დეპუტატის „გადაბირება“ და გახარიას მარტივად შეუძლია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა, რასაც პირდაპირ მოყვება ვადამდელი არჩევნები“,- ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, გახარიას თავისი ახალი პარტიით შემოსვლა, კრიზისის გამომწვევი სიმძიმის ცენტრის გადატანის მცდელობაა.

„დაახლოებით ოცი დეპუტატის „გადაბირება“ და გახარიას მარტივად შეუძლია საპარლამენტო კრიზისის გამოწვევა, რასაც პირდაპირ მოჰყვება ვადამდელი არჩევნები. ანუ გახარიას თავისი ახალი პარტიით შემოსვლა, კრიზისის გამომწვევი სიმძიმის ცენტრის გადატანის მცდელობაა, მითუმეტეს, რომ „ოცნება“ მელიას ფიგურის ნიველირებას ცდილობს.

მიზანი - გამარჯვებული რჩება გახარია და არა მთელი ამხელა ოპოზიცია, რომელიც ვერაფერს აკეთებს. თუ ეს სქემა მართლაც ამუშავდა, ეს მხოლოდ ივანიშვილის სქემა იქნება“,-აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ცნობისთვის, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და საკუთარი გეგმების შესახებ მალე ისაუბრებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა