საქართველოს უნივერსიტეტმა პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებისთვის დარგის წამყვანი ექსპერტებისგან შემდგარი საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო ჩამოაყალიბა

საქართველოს უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ მაღალკვალიფიციური კადრების აღზრდის, დასაქმების ბაზარზე კონკურენტურიანობის ხელშეწყობისა და განვითარების მიზნით პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამებისთვის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო შექმნა, რომლის წევრები დარგის წამყვანი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები იმსჯელებენ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის გზებზე და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ სწავლების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაში.

„საბჭო დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი პროფესიონალებით, მათ შორისაა გერმანიის უსაფრთხოების ფედერალური აკადემიის (German Federal Academy of Security Studies – BAKS) ყოფილი პრეზიდენტი, დოქტორი კარლ ჰაინც კამპი, უილიამ კორტნი, რომელიც რენდის კოპრორაციის (RAND Corporation) უფროსი მკვლევარია. ყოფილი გენერალი ბენ ჰოდჯესი, რომელიც ევროპის პოლიტიკის ანალიზის ცენტრი (Center for European Policy Analysis) ერთ-ერთი ხელმძღვანელია, დოქტორი მატიას დემბინსკი - გერმანული ორგანიზაცია მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის (Peace Research Institute Frankfurt) წამყვანი მკვლევარი და აგრეთვე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ამერიკაში (2011 -2013 წ.წ ) - თემურ იაკობაშვილი, რომელიც ამჟამად მთავრობის, საერთაშორისო დიპლომატიის, კრიზისის მენეჯმენტისა და მოლაპარაკებების, ინსტიტუტების მშენებლობის, სტრატეგიული დაგეგმვის და პოლიტიკის შემუშავების უფროსი ხელმძღვანელია.

რაც მთავარია, საბჭოს გამოცდილი წევრები დაეხმარებიან არსებული პროგრამებისა და კვლევების გაუმჯობესებაში, შესთავაზებენ რეკომენდაციებს სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით, იმსჯელებენ კურსდამთავრებულთა დასაქმების ხელშეწყობის გზებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე“, - აცხადებს საქართველოს უნივერსიტეტის, პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამების ხელმძღვანელი ლაშა ძებისაშვილი.

(R)

თეონა აქუბარდია - კონფედერაცია ის ვირეშმაკული მოდელია, რაც საქართველოს სამუდამოდ მიაბამს რუსეთს, ხელში კი საერთაშორისო დონეზე დამოუკიდებლად აღიარებული აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შერჩება
ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება