ბადრი ჯაფარიძე - თუ „ოცნება“  გააგრძელებს დესტრუქციულ მიდგომას დანიელსონის მიერ შემოთავაზებული წინადადებების მიმართ, ცხადია, ჩვენ მშვიდობიან მანიფესტაციებს გავაგრძელებთ

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, თუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში მორიგი ვიზიტის შემდეგაც ვერ შედგება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება, მშვიდობიანი მანიფესტაციები გაგრძელდება. როგორც მან აღნიშნა, დღევანდელ ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ზეწოლის ესმის და არა დიალოგის.

„თუ „ქართული ოცნება“ გააგრძელებს დესტრუქციულ მიდგომას კრისტინ დანიელსონის მიერ შემოთავაზებუილი იმ მნიშვნელოვანი წინადადებების მიმართ, რაც ვნახეთ, ცხადია, ჩვენ მშვიდობიან მანიფესტაციებს გავაგრძელებთ, მაგრამ ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს ჩვენ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ჩართულობის, მათი მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდის. სამწუხაროდ, დღევანდელ ხელისუფლებას მხოლოდ და მხოლოდ ზეწოლის ესმის და არა დიალოგის, პარტნიორული დამოკიდებულების“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

როგორც მან აღნიშნა, თუ საქართველოში პოლიტიკური კრიზისი გაგრძელდება, დიდი შანსია, რომ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დახმარების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„თუ პოლიტიკური კრიზისი შენარჩუნდება, დიდი რისკია იმის, რომ ქვეყანამ ევროკავშირისგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა ვერ მიიღოს. ასევე, სენატორ რიშის განცხადება მინდა შეგახსენოთ, თუკი, პროგრესი არ იქნება კრიზისის განმუხტვის მიმართულებით, აშშ-ის მხრიდან ჩვენს მიმართ მხარდაჭერა შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. ამიტომ, ეს ყველაფერი გვაიძულებს, კიდევ უფრო მეტად გავააქტიუროთ ჩვენი ძალისხმევა იმისთვის, რომ გავაგებინოთ „ქართულ ოცნებას“, გადადოს ძალაუფლებისადმი ასეთი ჩაბღაუჭების სურვილი გვერდზე და იხელმძღვანელოს ჩვენი თანამოქალაქეების ნებით. ეს სურვილი სწორედ ისაა, რომ ქვეყანაში რიგგარეშე, სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს, სადაც ქართველი ხალხი თავის ნებას თავისუფლად გამოხატავს და აირჩევს იმ პარლამენტს, რომელიც მოსახლეობის ნების სრული გამომხატველი იქნება. რესურსი ყოველთვის არსებობს, როდესაც პროცესში ჩვენი უახლოესი სტრატეგიული პარტნიორები არიან ჩართული. სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ’’ქართული ოცნების“ მხრიდან ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოზიცია, როდესაც მათ უარი თქვეს ყველა იმ შემოთავაზებაზე, რაც მედიატორის მხრიდან იყო. ამით მოლაპარაკებები ჩიხში შეიყვანეს, მაგრამ ევროკავშირი ჩვენი ხალხის ერთგულ მეგობრად რჩება“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ქართული ოცნება“ არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარეებს შორის პოლიტიკური შეთამხმება შედგეს და ოპოზიციამ მუშაობა პარლამენტში გააგრძელოს.

„ჩვენი და ჩვენი მეგობრების სურვილია, რომ პარლამენტში შევძლოთ მუშაობის გარძელება. ამისთვის საჭიროა მთავარ საკითხებზე შეთანხმება, ეს არის რიგგარეშე არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მართლმსაჯულების, საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება. ეს ის საკითხებია, რომელიც პრეზიდენტმა მიშელმა მონიშნა“,-განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა