გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის სამწლიანი ლიცენზია გაიცა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, აუქციონის წესით, თეთრყვავილას ბოლქვებით სარგებლობის ლიცენზია სამწლიანი ვადით გაიცა.

საქართველოდან თეთრყვავილას ბოლქვების ექსპორტი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ყველაზე დიდი რაოდენობით კი, ჰოლანდიაში ხორციელდება. აღნიშნულზე ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ლიცენზიის გაცემას, წინ უძღოდა კვოტების დადგენის მიზნით განხორციელებული კვლევები.

„გაცემული ლიცენზიის პირობის თანახმად, მოხდება თეთრყვავილას ბოლქვების კვოტის სრული ათვისება და ექსპორტზე გატანა, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საექსპორტო შესაძლებლობების ზრდას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას.

თეთრყვავილას ბოლქვი „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებშია შეტანილი. აღნიშნული კონვენცია გადაშენების პირას მყოფი ველური ფაუნისა და ფლორის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებს არეგულირებს და წარმოადგენს მრავალმხრივ ხელშეკრულებას, საფრთხეში მყოფი მცენარეებისა და ცხოველების დასაცავად”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს