ანრი ოხანაშვილი - ოპოზიციური ჯგუფები უნდა დადგნენ საკუთარ თავზე მაღლა და გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან

ოპოზიციური ჯგუფები უნდა დადგნენ საკუთარ თავზე მაღლა და გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან, კრისტიან დანიელსონის ხელმეორედ ჩამოსვლის საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზად არის კომპრომისისთვის, რასაც მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები მოწმობს. მისივე შეფასებით, ოპოზიცია კვლავ ულტიმატუმით საუბრობს, რაც იმას მიანიშნებს, რომ მას შეთანხმება არ სურს.

„ის, რომ ჩვენ მაქსიმალურად მზად ვართ კომპრომისებისთვის, იმისთვის, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევქმნათ ჩვენი ქვეყნის უკეთესი დღე, ამას მოწმობს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, ასევე ის სამართლიანი შეთავაზებები, რომლებიც ჩვენი გუნდის წარმომადგენლებმა შესთავაზეს პარტნიორების მონაწილეობით პოლიტიკურ ოპონენტებს, ამიტომ ახლა ოპოზიციურმა ჯგუფებმა უნდა შეძლონ, დადგნენ საკუთარ თავზე მაღლა, გამოვიდნენ ვიწროპარტიული ინტერესებიდან და ისაუბრონ არა ულტიმატუმის ენით, თუ რა არის მათთვის წითელი ხაზი, არამედ გამოხატონ რეალური მზაობა პოზიციების დაახლოებისთვის.

ჩვენ რა თქმა უნდა, მზაობას ვაცხადებთ, რომ ის სამართლიანი შეთავაზებები, რაც დავდეთ და ასევე საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირება, იყოს კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ პოზიციები დავაახლოვოთ. ჩვენ გავაკეთეთ კონკრეტული შეთავაზებები, რომელიც ეფუძნებოდა სამართლიანობას, სახეს შეუნარჩუნებდა ოპოზიციურ ჯგუფებს და არ მისცემდა ვინმეს იმის თქმის საშუალებას, რომ ვიღაც დამარცხდა მოლაპარაკებათა მაგიდასთან, ამიტომ ჩვენ ეს შეთავაზებები გაკეთებული გვაქვს, ჩვენ ამ ეტაპზე ველოდებით ამ შეთავაზებებთან დაკავშირებით მათ პოზიციას, ოღონდ ეს პოზიცია უნდა იყოს არა ულტიმატუმის ენით საუბარი, არამედ პირდაპირ ამ შეთავაზებებთან დაკავშირებით, როგორია მათი პოზიცია, ველოდებით მათ კონკრეტულ, შემხვედრ ნაბიჯებს ჩვენს მიერ შეთავაზებულ სამართლიან წინადადებებზე, თუ რა დამოკიდებულება აქვთ,“ - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა