საფრანგეთის ელჩი - საქართველო გაუძლებს პანდემიას და ერთად გამოვალთ ამ პრობლემიდან

ეს კაპიტალდაბანდება ცხადყოფს, რომ ჩვენ საქართველოს განვითარების გვწამს. საქართველო გაუძლებს ამ პანდემიას და ერთად გამოვალთ ამ პრობლემიდან, - ამის შესახებ საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს გახსნილი უნდა ჰქონდეს ფანჯარა დასავლეთისკენ და ეს აეროპორტიც ამ წარმატების მაგალითია.

„ეს ინვესტიცია აეროპორტის ინფრასტრუქტურაში ცხადყოფს, რომ დასავლელი პარტნიორები არიან მეგობრები ნებისმიერ ამინდში და გამოწვევებით აღსავსე დროსაც. „ტავ ჰოლდინგი“ არის ADB-ს შემადგენელი და დიდი სურვილი გვაქვს, რომ ეს ინვესტიცია იყოს წარმატებული. ეს კაპიტალდაბანდება ცხადყოფს, რომ საქართველოს განვითარების გვწამს. საქართველო გაუძლებს ამ პანდემიას და ერთად გამოვალთ ამ პრობლემიდან. ჩვენ მხარს ვუჭერთ „ტავ ჰოლდინგს“ და გვინდა ქართველ ხალხს ჰქონდეს ეს ფანჯარა გახსნილი დასავლეთისკენ, ეს აეროპორტი ამ წარმატების მაგალითია. ხვალ დავბრუნდები თბილისში და ყველას მოვუწოდებ, ეს პარტნიორობა საფრანგეთს, თურქეთსა და საქართველოს შორის, „ტავსა“ და საქართველოს შორის მომავალშიც წარმატებული იყოს“, - აღნიშნა დიეგო კოლასმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება