შალვა პაპუაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებების შეტანა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო

ეს იყო მათ შორის, დიალოგის ნაწილიც, რომ ასახულიყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციები კანონმდებლობაში. ჩვენ ამით ვადასტურებთ ჩვენს კონსტრუქციულობას დიალოგთან დაკავშირებით,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის რეკომენდაცია იყო, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები შესაბამის კანონში აესახათ.

„ჩვენი წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო, რომ 2024 წელს საქართველომ უნდა გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობისთვის, ეს განაცხადი უნდა იყოს სერიოზული, შესაბამისად, ყველა ინსტიტუცია უნდა იყოს მომზადებული განაცხადისთვის, მათ შორის, სასამართლო სისტემაც და ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გავაგრძელებთ რეფორმებს სასამართლო სისტემაში. ეს კონკრეტული ცვლილება შეეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის წესს. ეს იყო ევროკავშირიდან მათ შორის, რეკომენდაცია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის შედეგები აგვესახა კანონმდებლობაში. ეს იყო მათ შორის, დიალოგის ნაწილიც, რომ ასახულიყო ვენეციის კომისიის დასკვნა და რეკომენდაციები ამ კანონმდებლობაში. ჩვენ ამით ვადასტურებთ ჩვენს კონსტრუქციულობას ამ დიალოგთან დაკავშირებით ისე, რომ შეთანხმება ჯერ ბოლომდე მისულიც არ არის და ჩვენ ჩვენი პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ და ვაინიცირებთ ამ ცვლილებებს,“ - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების განხორციელებას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო:შალვა პაპუაშვილი - უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესში ცვლილებების შეტანა ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა