გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანების ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის: ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. სამივე პირს ამნისტია შეეხო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის სიტყვიერ თანხმობას ელოდებოდნენ, ჩიქოვანის თანხმობის შემდეგ კი მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო.

ერთ-ერთი ბრალდებულის საბა გოგშელიძის ადვოკატის არჩილ დეკანოზიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ასევე დააკმაყოფილა მათი შუამდგომლობა გირაოს თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით.

,,სისხლის სამართლებრივი დევნა სამივე ბრალდებულზე შეწყვეტილია. დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოკითხული იქნა დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანი რომელმაც დაადასტურა, რომ მას ყოფილი სამი ბრალდებულის მიმართ პრეტენზია არ გააჩნდა, გამოყენებულიყო ამნისტია. ასევე დაყენებული იყო საკითხი გირაოსთან დაკავშირებით, სამივე პირი გირაოთი იყო გამოშვებული და მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი შუამდგომლობა, რომლითაც ყოფილ ბრალდებულებს გირაოს თანხა დაუბრუნდებათ”, - აღნიშნა არჩილ დეკანოზიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ წინა სასამართლო სხდომაზე სამივე ბრალდებული სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს. ძალადობასა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულებმა ციხე მას შემდეგ დატოვეს, რაც დანაშაული აღიარეს.

იხილეთ ვიდეო:გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 3 პირს ამნისტია შეეხო

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით