ეკატერინე ტიკრაძე - „კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ამის ფუფუნება არ გვაქვს

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში “კომენდანტის საათის” გაუქმების "ფუფუნება არ გვაქვს“, შესაბამისად, მისი მოხსნაც არ იგეგმება.

მინისტრმა ჟურნალისტებთან გურიის რეგიონში არსებულ ეპიდვითარებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. მისი თქმით, საჭიროა რეკომენდაციების დაცვა, რათა შეზღუდვები არ გამკაცრდეს.

„კომენდანტის საათის” გაუქმება არ იგეგმება, ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ამის საფუძველი, ასევე არ გვაქვს ამის ფუფუნება, პანდემია კვლავ საქართველოშია, ისევე როგორც მსოფლიოში.

ჩვენ ვაკვირდებით, რომ ევროპის ქვეყნებში მნიშვნელოვნად მიმდინარეობს გამკაცრებები, მაშინ როდესაც საქართველოში მნიშვნელოვანი შემსუბუქებები გვაქვს.

დიახ, დავასახელე, რომ გურიის რეგიონში საყურადღებო ეპიდვითარებაა. სწორედ ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ადგილზე გავივლით, რეკომენდაციებს მივცემთ, რომლის დაცვაც საჭიროა და მნიშვნელოვანი იქნება იმისთვის, რომ გურიაში არ მოხდეს შემდეგი გამკაცრებები“,-აცხადებს ტიკარაძე.

იხილეთ ვიდეო:

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით