თენგიზ ცერცვაძე - მართლაც სერიოზული პრობლემაა საქართველოში, სამედიცინო პერსონალის უმეტესობა ჯერჯერობით ვაქცინის გაკეთებას არ ჩქარობს

მე არ მოველოდი ამას, აღმოჩნდა, რომ მართლაც სერიოზული პრობლემა ყოფილა საქართველოში, რადგან სამედიცინო პერსონალის მეტი ნაწილი, ჯერჯერობით არ ჩქარობს ვაქცინის გაკეთებას,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისივე თქმით, წლის ბოლომდე ხელისუფლების მიერ გაწერილი გეგმის მიხედვით, დაახლოებით, 35 ათასი სამედიცინო პერსონალი უნდა აიცრას, თუმცა ამჟამად მხოლოდ 2 000 ან ოდნავ მეტია აცრილი.

ცერცვაძის განმარტებით, გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მედიკოსები „ფაიზერს“ ელოდნენ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებში აქტივობამ არც ამ ვაქცინის ჩამოტანის შემდეგ იმატა.

„მიუხედავად იმისა, რომ იყო მოსაზრება, თითქოს იმიტომ არ ჩქარობდნენ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, რომ „ფაიზერს“ ელოდებოდნენ, ეს მოსაზრება არ გამართლდა, არ გამოდგა მთლად სწორი, იმიტომ, რომ იმ 11 000 თუ მეტ დარეგისტრირებულს შორის, მხოლოდ 1 800 იყო სამედიცინო პერსონალი, მაშინ, როდესაც სამედიცინო პერსონალში სამიზნე ჯგუფი, რომელიც უნდა აიცრას, ეს რაოდენობა, დაახლოებით, 35 ათასია, მხედველობაში მაქვს, საერთო რაოდენობიდან მათი 60-65%, ვისაც გადატანილი არ აქვს კორონავირუსი და აქედან, წარმოიდგინეთ, რომ ჯერჯერობით სულ რაღაც 2000 ან ოდნავ მეტია აცრილი ან დარეგისტრირებული. ეს არ არის კარგი! რა არის ამის მიზეზი, ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს სკეპტიციზმი, ექიმებისა და ექთნების, ვაქცინისადმი მალე შეიცვლება. სამედიცინო პერსონალი მთელი პანდემიის განმავლობაში იყო ქვეყნის მთავარი გმირი, ისინი იდგნენ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე და საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ფასად 24 -საათიან რეჟიმში ებრძოდნენ ამ დაავადებას და იბრძოდნენ ავადმყოფების გადასარჩენად. საზოგადება ასე აფასებს მათ, როგორც გმირებს და ახლა ვაქცინასთან დამოკიდებულებაში ამას ვერ ვიტყვით, ამიტომ მინდა მოვუწოდო ყველა ექიმს, რომ მოექცნენ ვაქცინაციის ავანგარდში,“- განაცხადა ცერცვაძემ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად