Reuters- მიანმარში უსაფრთხოების ძალების მიერ დღეს მოკლული მომიტინგეების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა

მიანმარში უსაფრთხოების ძალების მიერ დღეს მოკლული მომიტინგეების რაოდენობა 91-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი საინფორმაციო პორტალ Myanmar Now-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო წერს, რომ დღევანდელი დღე ყველაზე სისხლიანი დღეა ქვეყანაში 1 თებერვალს მომხდარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში დღეს „შეიარაღებული ძალების დღე“ აღინიშნება.

მომიტინგეების მიმართ გამოჩენილ ძალადობას მიანმარში ევროკავშირის დელეგაცია გამოეხმაურა.

„მიანმარის შეიარაღებული ძალების 76-ე იუბილე დარჩება, როგორც ტერორისა და უსინდისობის დღე. შეუიარაღებელი მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების მკვლელობა უპატიებელი ქმედებებია,“- ნათქვამია დელეგაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, მიანმარში თებერვლის დასაწყისიდან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს მინიმუმ 400 ადამიანია მოკლული.

ცნობისათვის, აშშ-მა და ევროკავშირმა მიანმარში სამხედრო გადატრიალებასთან დაკავშირებულ პირებს სანქციები დაუწესეს. ევროკავშირმა სამხედრო გენერალს, მინ ან ჰლაინს, 9 სამხედრო ოფიცერსა და საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელს აქტივები გაუყინა და სავიზო შეზღუდვები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა კი სანქციები დაუწესა მიანმარის პოლიციის უფროსსა და არმიის სპეციალური ოპერაციების ხელმძღვანელს. მათი განცხადებით, ისინი პასუხისმგებლები იყვნენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებაზე, რასაც ლეტალური შედეგები მოჰყვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა