სერგო ჩიხლაძე - იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე იმედოვნებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიაციით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ამჯერად პოზიტიური შედეგით დასრულდება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციის მიერ წამოყენებული მოთხოვნები უცვლელია.

„ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტია. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკება მეტად პოზიტიური შედეგით დასრულდება, რის იმედსაც გვაძლევს ამ საკითხში ევროკავშირის სიმტკიცე და ის მონდომება, რითაც ჩვენი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საკითხს მიუდგა. ჩვენი დასავლელი პარტნიორების სიმტკიცე, დაინტერესება, ჩართულობა ამის იმედს გვაძლევს. დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა 10 დღის შუალედში ვიზიტი მეორედ შედგა და ორივე მხარე გამოვთქვამთ მზაყოფნას მოლაპარაკებებისთვის, ეს უკვე იმედს იძლევა.

რაც არის გაჟღერებული ჩვენი მხრიდან წინადადებები იგივეა. თუ შეთანხმება შედგა, რა თქმა უნდა, ოპოზიცია პარლამენტში მოღვაწეობას გააგრძელებს იმ საკითხების პრაქტიკაში გადასატანად“, - განაცხადა ჩიხლაძემ.

მან ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება შეაფასა და განმარტა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელმა“ მხოლოდ იმიტომ არ მოაწერა წერილს ხელი, რომ მოლაპარაკების წინა დღეს ამისთვის დრო არასწორად იყო შერჩეული.

„ჩვენ, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ოფიციალურად არ შევუერდით ამ მომენტში ამ წერილს იქედან გამომდინარე, რომ ტაქტიკურად მიგვაჩნია, მოლაპარაკების წინა დღეს დრო არასწორად იყო შერჩეული. იდეურად ვეთანხმებით და ჩვენც ვართ ერთ-ერთი თანაავტორი, უბრალოდ, ეს არ უნდა გასაჯაროებულიყო მოლაპარაკების წინ, რადგან რაღაც შემზღუდავი ხაზები არ ეგრძნო თავად მედიატორს. მედიატორმა შეიძლება თავისი ალტერნატიული წინადადებები დააყენოს და როცა წინსწრებით ვახვედრებთ რაღაც წინადადებებს, ამან შეიძლება, მოლაპარაკების დროს მისი ლავირების სივრცე შეზღუდოს. ერთადერთი ეს იყო ტაქტიკური საკითხი, რის გამოც ხელი არ მოვაწერეთ“,-განაცხადა ჩიხლაძემ.

ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. მასში ნათქვამია, რომ გააზრებული აქვთ შეთანხმების მიღწევის აუცილებლობა საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ