ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე 160 ადამიანის ტესტირების შედეგად, კორონავირუსის 45 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, რის შედეგადაც, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 13 363-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ე.წ. ოპერატიული შტაბი იუწყება.

გუდაუთის საავადმყოფოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 17 ადამიანი მკურნალობს, რომელთაგან მძიმეა 8 პაციენტის მდგომარეობა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 31 პაციენტი მკურნალობს, ოჩამჩირეში - 8, გაგრაში - 14, ტყვარჩელში კი -2.

პანდემიის დაწყების დროიდან რეგიონში ვირუსს 211 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა კი - 12 852-ია.

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები 12 აპრილამდე მოქმედებს.