ლევან მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავენ

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის ოჯახის წევრები და ახლობლები პრეზიდენტის რეზიდენციასთან აქციას მართავენ. მათი განცხადებით, ლევან მამალაძე „პოლიტიკური პატიმარია“, რის გამოც პრეზიდენტისგან მის შეწყალებას ითხოვენ.

მათივე თქმით, სურთ, რომ მოთხოვნის შესახებ ხმა მიაწვდინონ როგორც საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ასევე ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს კრისტიან დანიელსონს, რომელიც ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრას გამართავს.

როგორც ჟურნალისტებს ლევან მამალაძის დედამ, ვერა პაიჭაძემ განუცხადა, მისი შვილის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს რამდენჯერმე მიმართა.

„გაუგებრობაში ვართ. სააკაშვილის რეჟიმის დროს ვერაფერს ვამბობდით. ახალი მთავრობა როცა მოვიდა, ვიფიქრე გვეშველა, იქნებ, ჩვენი ოჯახი გამოვიდეს მდგომარეობიდან-მეთქი, მაგრამ, დღესაც გაუგებრობაში ვართ და არავინ გვცემს პასუხს“, - განაცხადა ვერა პაიჭაძემ.

შეგახსენებთ, რომ ლევან მამალაძეს ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებით, დაუსწრებლად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს შეფარდებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა