ნატალია ილიჩოვას ადვოკატი - ადამიანებს ედავებიან რუკის გამოუყენებლობას და პროკურატურა არ ამოწმებს, ეს რუკა ვარგისიანია თუ არა, რაც რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე მიმდინარე პროცესი დასრულდა.

დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის შესავალი სიტყვა მოისმინეს. საკუთარი პოზიცია დააფიქსირეს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნატალია ილიჩოვამ და მისმა ადვოკატებმა. პროცესს ასევე ესწრებიან მეორე ბრალდებული ივერი მელაშვილი და მისი ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.

დღევანდელ პროცესზე მოძრაობა „დროას” მიერ გამოქვეყნებული ვიდეოს მტკიცებულად დართვის შუამდგომლობა დააყენეს, რომელსაც შემდეგ პროცესზე განიხილავენ.

ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, ე.წ. რუკის დამალვა, რა ნარატივიც ბრალდების მხრიდან ოქტომბრიდან ვითარდება. სინამდვილეს არ შეესაბამება და ფაქტებით არ არის დადასტურებული.

მისივე თქმით, ბრალდებულებს ედავებიან რუკის გამოუყენებლობას და პროკურატურა არ ამოწმებს ეს რუკა ვარგისიანია თუ არა, რაც „რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა”.

„დღევანდელ პროცესზე მოვრჩით შესავალი სიტყვების წარმოთქმას. ასევე დავაყენეთ შუამდგომლობა მოძრაობა „დროას” ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელიც გვინდოდა, რომ დართულიყო საქმეს. ვინაიდან პროკურატურამ მოითხოვა დრო, რომ გაცნობოდნენ ვიდეოჩანაწერს, ჩვენ დავეთანხმეთ და შემდეგ პროცესზე თავიანთი პოზიციით დაბრუნდებიან სასამართლოში.

ჩვენ ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ იმ ძირითად საკითხებზე, რაც ნატალია ილიჩოვას ბრალდების საქმეს ეხება, ეს არის ე.წ. რუკის დამალვა, რა ნარატივიც ვითარდება ბრალდების მხრიდან, უკვე ოქტომბრიდან, თითქოს ნატალია ილიჩოვამ რუკა დამალა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება და ფაქტებით არ არის დადასტურებული. ადამიანებს ედავებიან რუკის გამოუყენებლობას და პროკურატურა არ ამოწმებს ეს რუკა ვარგისიანია თუ არა, რაც რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. ეს რუკა გამოყენებისათვის უვარგისია, იგივე წარმატებით შეეძლოთ მიდავებოდნენ ნიკოფსიიდან-დარუბანდამდე რუკის გამოუყენებლობაზე, როგორც ამ რუკაზე”, - აღნიშნა გიორგი მახარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა