ირაკლი კობახიძე - დანიელსონთან შეხვედრისას განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მედიატორ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრისას მმართველმა გუნდმა სავარაუდო შეთანხმების დეტალები განიხილა.

კობახიძის თქმით, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრა საერთო ფორმატში.

„ჩვენ გვქონდა კიდევ ერთი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ რამდენიმე დეტალი იმ სავარაუდო შეთანხმების, რომელზეც მიმდინარეობს დიალოგი. დღის განმავლობაში კიდევ გაიმართება შეხვედრები. ჩვენც გვექნება კიდევ ერთი შეხვედრა დღეს 18:00 საათზე და გაგრძელდება დეტალების განხილვა. ხვალ უკვე სავარაუდოდ, საერთო ფორმატში გაგრძელდება დიალოგი და დისკუსია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, კრისტიან დანიელსონთან სავარაუდო შეთანხმების პროექტზე არ უმსჯელიათ.

„რასაც ჰქვია ტექსტი, ახალ სავარაუდო ტექსტზე, შეთანხმების პროექტზე არ გვიმსჯელია. კიდევ ერთხელ განვიხილეთ რამდენიმე დეტალი, რაც იყო მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდეს. საუბარი იქნება ოპოზიციასთან, მედიატორს ექნება. საუბარი რამდენიმე პუნქტს ეხებოდა. იცით ექვსი პუნქტი, რომელიც თავის დროზე იყო ჩამოთვლილი. იმ ექვსიდან ორ-სამ პუნქტს ეხებოდა ჩვენი საუბარი. დისკუსია გაგრძელდება ჩვენი პოზიციების შესაბამისად, ოპოზიციის მონაწილეობით და შემდეგ ალბათ, ერთად დავსხდებით მაგიდის გარშემო“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აღნიშნა, რომ „ულტიმატუმებს აყენებენ ოპოზიციონერები“.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მედიატორს აინტერესებდა მათი პოზიცია და ეს პოზიციები გააცნეს.

„გპირდებით, ხვალ ან ზეგ ყველა ყველაფერს გაიგებს. საზოგადოება გაიგებს ჩვენი საუბრების შინაარსს. ჩვენ პირველ რიგში მედიატორს მოვუსმინეთ. მას ჰქონდა გარკვეული წინადადებები. აინტერესებდა ჩვენი პოზიცია და ეს პოზიციები გავაცანით. ნაწილს მომდევნო შეხვედრაზეც დავაფიქსირებთ, ნაწილზე კი დაფიქსირებული გვაქვს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ როგორია კრისტიან დანიელსონის პოზიცია არჩევნებთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ „პოზიცია, ბატონი დანიელსონის რაც არის, თავად ბატონი დანიელსონი მოგახსენებთ“.

ამასთან, როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობაში აცხადებენ, დღეს მედიატორ კრისტიან დანიელსონისა და "ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრა, რომელიც 15:00 საათზე იყო დაგეგმილი, 19:00 საათისთვის გადაიდო. მანამდე კი "ქართული ოცნება" დანიელონს დღეს მეორედ 18:00 საათზე შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა