TitTok- ში გამოქვეყნებული ვიდეოს -"აფხაზეთი საქართველოა" გამო, აფხაზი გოგონა დე ფაქტო შსს-ში ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს

აფხაზეთის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სოციალურ ქსელ TikTok- ში ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტს ამოწმებს, რომელშიც ახალგაზრდა გოგონა ალიონა ტანია აცხადებს : ”აფხაზეთი საქართველოა,“ - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ეხოკავკაზა“ დე ფაქტო უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ე.წ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ პრესამსახურის განცხადებით, „უწყებაში“ „აღშფოთებული მოქალაქეებისგან უამრავი საჩივარი შევიდა“, რის შემდეგაც ისინი გოგონასა და მის მშობლებს გაესაუბრნენ.

დე ფაქტო უწყებაში აცხადებენ, რომ ალიონა ტანიამ მათ „განმარტებები მისცა". ისინი აქვეყნებენ ვიდეოს, სადაც 19 წლის გოგონა ბოდიშს იხდის.

„მე გამოვაქვეყნე ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ "აფხაზეთი საქართველოა". მე მთხოვეს ამის გაკეთება. ძალიან ვნანობ და პატიებას ვითხოვ," - აცხადებს გოგონა.

ვიდეო, სადაც გოგონა აცხადებს, რომ "აფხაზეთი საქართველოა" მისი TitTok-ის ანგარიშიდან უკვე წაშლილია.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა